GEO / ENG

რა სახით შეიძლება ჩაერთონ კომპანიები გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივაში?

გაეროს გლობალური შეთანხმება, როგორც ნებაყოფლობითი ინიციატივა, მიისწრაფვის  სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ჩართულობის გაზრდისკენ.  კომპანია, როგორც გლობალურ შეთანხმებაში წევრი: 
  • ახორციელებს საჭირო  ცვლილებებს საქმიანობაში, რათა გაეროს გლობალური შეთანხმება და მისი პრინციპები გახდეს სტრატეგიის, კულტურისა და ყოველდღიური ოპერაციების ნაწილი;
  • საჯაროდ მხარს უჭერს გაეროს გლობალურ შეთანხმებასა და მის პრინციპებს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, როგორიცაა პრესრელიზები, გამოსვლები და სხვა;
  • დაინტერესებულ მხარეებს წარუდგენს ყოველწლიური ანგარიშს, გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის დასანერგად და  სოციალური პრიორიტეტების მხარდასაჭერად განხორციელებული საქნიანობის პროგრესის შესახებ.
კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (COP) არის მდგრადობისადმი თქვენი დამოკიდებულების შესამჩნევი გამოხატულება. კომპანიები, რომლებიც  ვერ ასრულებენ ანგარიშგების ვალდებულებას, ირიცხებიან ინიციატივიდან.


არსებობს მრავალი გზა, რომლითაც კომპანიებს შეუძლიათ კორპორატიული მდგრადობის თავიანთი საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქციონ . გაიგე მეტი

ვის შეუძლია გაწევრიანდეს გაეროს გლობალურ შეთანხმების ქსელში?

გაეროს გლობალურ შეთანხმების ქსელში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც მზად არის დანერგოს გლობალური შეთანხმების პრინციპები საკუთარ მოქმედების სფეროსა და საქმიანობაში  და ამასთანავე, აწარამოოს ღია კომუნიკაცია თავისი პროგრესის შესახებ.

 ქსელში მონაწილეობა შეუძლია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ კომპანიას ნებისმიერი სექტორიდან, გარდა კომპანიისა რომელიც:

  • არის გაეროს სანქციის სუბიექტი;
  • არის გაეროს არაუფლებამოსილი მოვაჭრეების ჩამონათვალში (Ineligible Vendors List) ეთიკური მიზეზების გამო;
  • შემოსავალს იღებს ნაღმების და კასეტური ბომბების წარმოებით, გაყიდვით და/ან გაცვლით;
  • შემოსავალს იღებს ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის წარმოებით, ან  შემოსავლის 10% -ზე მეტი მიიღება  ბირთვულ, ქიმიურ ან ბიოლოგიური იარაღზე მორგებული კომპონენტების წარმოებისგან.
  • შემოსავალს იღებს თამბაქოს წარმოებიდან და/ან პროდუქციიდან.


არამეწარმე სუბიექტებს -  არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიზნეს ასოციაციებს, პროფესიულ კავშირებს, ქალაქებსს/მუნიციპალიტეტებს, საჯარო სექტორის ორგანიზაციებს, ასევე შეუძლიათ გლობალური შეთანხმების ქსელის წევრები  გახდნენ. 

როგორ შეუძლიათ არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაციებს ინიციატივაში ჩართვა?

სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ გლობალური შეთანხმების აქტივობებში ჩართვა, როგორც თანაბარმნიშვნელოვან პარტნიორებსა და მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებს - გაეროს გლობალური შეთანხმების ჩართულობის მექანიზმების მეშვეობით, მათ შორის პოლიტიკის შესამუშავებელი დიალოგების, სწავლების, ადგილობრივი ქსელების და პარტნიორულ პროექტების საშუალებით.  ამ ტიპის ორგანიზაციებს აქვთ გადამწყვეტი როლი პარტნიორობის ხელშეწყობაში. არაკომერციულ მონაწილეებსაც აქვთ საშუალება იხელმძღვანელონ გლობალური შეთანხმების ათი პრინციპით და გაასაჯაროვონ ინფორმაცია ორგანიზაციის ფარგლებში მიღწეული პროგრესის შესახებ. დამატებითი ინფორმაცია გაეროს გლობალურ შეთანხმებაში არაკომერციული მონაწილეობის შესახებ.

წარმოშობს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა იურიდიულ ვალდებულებას?

არა, გაეროს გლობალური შეთანხმება ნებაყოფლობითი ინიციატივაა. შეთანხმება არ აკონტროლებს და მონიტორინგს არ უწევს კომპანიის ქმედებს.გლობალური შეთანხმების ქსელი მიზნად ისახავს ცვლილებების სტიმულირებას, კორპორაციული მდგრადობის ხელშეწყობას, ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და პარტნიორობის წახალისებას.

შესაძლებელია თუ არა, რომ ორგანიზაციამ რომელსაც ყავს 10 ან ნაკლები თანამშრომელი მიიღოს მონაწილეობა გაეროს გლობალურ შეთანხმების ინიციატივაში?

ადმინისტრაციული შეზღუდვების გამო, მონაწილე ორგანიზაციებში ვერ ჩაეწერება ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს ათ პირდაპირ დასაქმებულზე ნაკლები. თუმცა, გლობალური შეთახნმება მხარს უჭერს მიკრო საწარმოების ინფორმირებას გაეროს გლობალური შეთანხმების საქმიანობის შესახებ ვებ-გვერდის მეშვეობით და მათ ჩართულობას, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელის საშუალებით.  იხილეთ ვებ-გვერდის სექცია -  ადგილობრივი ჩართულობა.

როგორ განსაზღვრავს გაეროს გლობალური შეთანხმება კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სინამდვილეს თუ არ არსებობს შესაბამისი მონიტორინგის და აღკვეთის მექანიქმები ?

გაეროს გლობალური შეთანხმება არ არის შეფასების ინსტრუმენტი. შეთანხმება არ წარმოადგენს ხარისხის ნიშანს და არ აკეთებს დასკვნებს კომპანიის საქმიანობის ხარისხზე. 

მონაწილეებისგან  მოითხოვება თავიანთ ყოველწლიურ ანგარიშში ან მსგავს კორპორატიულ ანგარიშში (მაგ. მდგრადობის ანგარიში) წარმოადგინონ ღონისძიებები, რომელითაც  გაეროს გლობალური შეთანხმებასა და მისი პრინციპების განხორციელებას უჭერენ მხარს. ამ ანგარიშს გლობალური შეთანხმება უწოდებს - კომუნიკაციას პროგრესის შესახებ (Communication on Progress). გაეროს გლობალური შეთანხმება მიიჩნევს, რომ ამგვარი ღიაობა და გამჭვირვალობა ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი პრაქტიკის დამკვიდრებას. 

არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ კომპანიებმა გამოიყენონ გაეროს გლობალური შეთანხმების ლოგო, კავშირი გაეროსთან და გლობალურ შეთანხმებასთან, მავნე საქმიანობის შესანიღბად?

გაეროს გლობალურმა შეთანხმებას აქვს საკუთარი ლოგო, რომელიც ხშირად გამოიყენება ოფიციალურ დოკუმენტებსა და პუბლიკაციებში. გაეროს გლობალური შეთანხმების იმიჯით სარგებლობა მკაცრად რეგულირდება, მის გამოყენებაზე იგივე შეზღუდვები ვრცელდება, რაც გაერთიანებული ერების ლოგოს გამოყენებაზე.აღნიშნული საკითხები განსაზღვრულია გაეროს ბიზნეს-სახელმძღვანელოში

გარდა ამისა, გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ მიიღო  ზომები,  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინიციატივის სახელის მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის თავიდან ასარიდებლად. შეთანხმება ავალდებულებს  კომპანიებს, ყოველწლიურად გამოაქვეყნონ ანგარიში- Communication on Progress(COP). ყოველწლიური პროგრესის შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში, ორგანიზაცია, აქტიური წევრის სტატუსიდან "არამოპასუხე"(Non-Communicating) წევრის სტატუსში გადადის. მონაწილეები, რომლებიც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ ასრულებენ ანგარიშგების ვალდებულებას, ირიცხებიან შეთანხმებიდან.


რა კავშირია გაეროს გლობალური შეთანხმებასა და - OECD სახელმძღვანელოს მულტინაციონალური საწარმოებისათვის?

ორივე, გაეროს გლობალური შეთანხმება და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო საერთაშორისო საწარმოებისთვის, წარმოადგენს ნებაყოფლობით ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი ბიზნესის პრაქტიკის გავრცელებასა და ხელშეწყობას. ინიციატივები ერთმანეთს ავსებენ, უფრო პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული კერძო სექტორის შექმნის მიზნით, თავიანთი ინდივიდუალური მიდგომით. მათ აქვთ ერთმანეთის შემავსებელი ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის ყოვლისმომცველი მოდელის უზრუნველყოფასთან ერთად, ისინი განსაზღვრავენ და აძლიერებენ ბიზნესის კავშირს საერთაშორისო სტანდარტებთან.