კორპორაციული მდგრადობის შესახებ ხარისხიანი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა

სტრატეგიული ამოცანები:

  • კორპორაციული მდგრადობის აკადემიის დაფუძნება კორპორაციული მდგრადობის შესახებ ცოდნის გაუმჯობესების და ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვის მიზნით.
  • კორპორაციული მდგრადობის აკადემიისთვის მასალების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა და მასალების ელექტრონული ბაზის შექმნა, პირისპირ და ონლაინ კურსების შემუშავება და პოპულარიზაცია.
  • კორპორაციული მდგრადობის აკადემიის ეფექტიანობის ანალიზი საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტი გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით.
  • კორპორაციული მდგრადობის აკადემიის პოპულარიზაციის მიზნით საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება. ბიზნესთან, მთავრობასთან  და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან პროაქტიული კომუნიკაცია გრძელვადიანი ორმხრივად სასარგებლო ურთიერთანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით.
  • კორპორაციული მდგრადობის ჟურნალის გამოცემა.