GEO / ENG
ქალთა გაძლიერება ,,ჯეპრა"-ს საქმიანობის პრიორიტეტია

საკონსულტაციო ჯგუფი ,,ჯეპრა" იმ კომპანიების ხუთეულშია, რომელმაც 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით პირველებმა შეიმუშვეს და დაამტკიცეს ქალთა გაძლიერების პრინციპების სამოქმედო გეგმა.

გეგმის განხორციელების შედეგად ორგანიზაციის შინაგანაწესში და სამუშაო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ანტიდისკრიმინაციული პუნქტები. დაინერგა საჩივრის მექანიზმი.  ხოლო, თანამშრომელ ქალთა განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა ტრენინგებისა და მენტორინგის სისტემა. კომპანიაში ძლიერი კორპორატიული მართველობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ადაპტირებულია ქალთა გაძლიერების პრინციპები. ,,ჯეპრა”-ს დირექტრი ქალია. ამასთან, ორგნიზაციაში, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე წარმოდგენილია ქალთა უმრავლესობა.

ქალთა განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ,,ჯეპრა”-ს სამომავლო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პიარსკოლის მეშვეობით ორგანიზაცია გეგმავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით მუშაობის გაგრძელებას. აგრეთვე, ჩატარდება ტრენინგები 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც ბავშვთა სახლებში იზრდებიან და თავიანთი თვითშეფასებისა და სამუშაოს ძიების უნარ-ჩვევების განვითარება სურთ. ქალთა გაძლიერების თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით იგეგმება კამპანია "მეტი ქალი ტექნიკურ მიმართულებებში და IT-ში”.