თბილისში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ცერემონიალი გაიმართა

24.02.2018

23 თებერვალს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში პირველად, „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - 2018“-ის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას, კლუბისა და გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი კომპანიების თანამშრომლების გარდა, საქაართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

23 წარდგენილი პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა და დააჯილდოვა სამი გამარჯვებულ კომპანია, შემდეგ კატეგორიებში:

ნომინაცია: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი

გამარჯვებული: ფოთის პორტი

ნომინაცია: გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი

გამარჯვებული: ნატახტარი

ნომინაცია: წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

გამარჯვებული: m2

ჯილდოს კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას. პროექტმა სტარტი 2017 წლის ოქტომბერში აიღო და მასში 17-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო ბიზნესკომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ორგანიზატორების განცხადებით კონკურსი რეგულარულ სახეს მიიღებს და მომავალ წლებშიც ჩატარდება. 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ.

კატეგორია: კორპორაციული პასუხისმგებლობა