კონფერენცია ქალთა გაძლიერების ინიციატივების შესახებ

02.12.2016

2 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია ,,ქალთა გაძლიერების პრინციპები: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს.“
კონფერენცია ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს წარმოადგენს.

კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს ბიზნეს სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ინიციატივებს და მას ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციაზე ბიზნეს კომპანიებმა ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) განსახორციელებლად შემუშავებული სამოქმედო გეგმების პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციების შემდეგ, გაიმართა ხელმოწერის ცერემონია, სადაც კომპანიებმა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება, ხელმოწერით დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის - ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ (WEPs). 

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

კატეგორია: ბიზნესი და ადამიანის უფლებები