წამყვანი ბიზნეს კომპანიები ქალთა გაძლიერებაზე მუშაობენ

10.08.2018

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“.

პროექტის ერთ-ერთი  მთავარი კომპონენტია ქალთა გაძლიერება ბიზნეს სექტორში. აღნიშნული კომპონენტის განხორციელების მიზნით სიდა-მ ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის წევრ ორგანიზაციებში, მოწვეულ კონსულტანტებთან ერთად განახორციელა გენდერული შეფასება,  გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ქალთა გაძლიერების პრინციპების შეფასების ინსტრუმენტის (WEPs Assessment Tool)  გამოყენებით.

გენდერულ შეფასებაზე დაყრდნობით საქართველოში მოქმედ 13 კომპანიაში შემუშავდა ქალთა გაძლიერების სამოქმედო გეგმები და დაწყებულია განხორციელების პროცესი. 2018 წლის ბოლოსთვის,  სხვა აქტივობებთან ერთად დაგეგმილია ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერი კომპანიების რაოდენობის გაზრდა და მინიმუმ 20 კომპანიაში ქალთა გაძლიერების სამოქმედო გეგმების შემუშავება.

სიდა-მ, ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. 2017 წელს, სიდას მეშვეობით საქართველოში მოქმედმა 5-მა წამყვანმა კომპანიამ გენდერულ შეფასებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს და განახორციელეს ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების სამოქმედო გეგმები.



კატეგორია: ბიზნესი და ადამიანის უფლებები