შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან მილანში

07.07.2019

7 ივლისს, სიდა-ს იურისტი თეონა კილაძე, მილანში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ესაუბრა.

შეხვედრაზე განხილული იყო უვიზო მიმოსვლის, რეინტეგრაციისა და შრომით ექსპლუატაციასთან დაკავშირებული თემები, რის შემდეგაც იურისტმა საქართველოდან წასულ მიგრანტებს ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები გაუწია.

შეხვედრა გაიმართა ღია საზოგადოების ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის" ფარგლებში.

კატეგორია: მიგრაცია