GEO / ENG

"ჩვენი სამყაროს მდგომარეობა მოითხოვს ძლიერ ხელმძღვანელობას, კოლექტიურ მოქმედებას და მულტისექტორულ პარტნიორობას, ისე როგორც არასდროს; პასუხისმგებლიანი ბიზნესი და ინვესტიცია აუცილებელია ამ ტრანსფორმაციული ცვლილებების განხორციელებაში, ხოლო ბიზნესის ლიდერები სულ უფრო ნათლად ხედავენ, რომ მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ ეთიკური აუცილებლობა; ეს არის საშუალება ბიზნეს საქმიანობის განსახორციელებლად და ინოვაციისთვის. 

გაეროს გლობალური შეთანხმება, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფლაგმანი პასუხისმგებლიანი ბიზნეს მოქმედებებისათვის, მოითხოვს უფრო დიდი ამბიციისა და შედეგების ჩვენებას. როგორც კორპორატიული მდგრადობის უმსხვილესი ინიციატივა მთელს მსოფლიოში, გაეროს გლობალური შეთანხმება კარგადაა აღჭურვილი, რათა დაეხმაროს კომპანიებს - როგორც დამწყებებს, ისე  ლიდერებს - კორპორაციული მდგრადობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე." 

ლისა კინგო,  გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი.


საერთო ჩარჩო პასუხისმგებლიანი ბიზნეს აქტივობისთვის

გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი წარმოადგენს კორპორატიული პასუხისმგებლობი ეთიკურ და პრაქტიკულ ჩარჩოს, კომპანიის ზომის, ფორმის, საქმიანობის სფეროსა და მდებარეობის მიუხედავად. 

კომპანიებს ესმით, რომ ამ პრინციპების პატივისცემა ნიშნავს მეტს, ვიდრე კანონმდებლობის  მინიმალური სტანდარტების დაცვაა.

პრინციპები უზრუნველყოფს პარტნიორობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, წარმოადგენს ანგარიშვალდებულების საზომს და ქმნის სანდოობის საფუძველს. ათი პრინციპის  სტრატეგიასა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებით კომპანიები არა მხოლოდ პასუხისმგებლობას იღებენ საზოგადოებისა და პლანეტისადმი, არამედ ქმნიან გარემოს გრძელვადანი წარმატებებისთვის.


გლობალური მიზნები

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით -„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. თითოეულმა ქვეყანამ  უნდა გაატაროს რეფორმები მდგრადი განვითარების  17 მიზანის შესასრულებლად. მიზნები და ამოცანები მოახდენენ მოქმედების სტიმულირებას მომდევნო ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში: ადამიანები, პლანეტა, წარმატება, მშვიდობა და პარტნიორობა   (5Ps : People, Planet, Prosperity, Peace,Partnership).

მდგრადი განვითარების 17 მიზანი და მათთან დაკავშირებული 169 სამიზნე( ასევე ცნობილი როგორც "გლობალური მიზნები"), მოიცავს მდგრადი განვითარების სამ განზომილებას: ეკონომიკა, სოციალურობა და გარემოს დაცვა. ეს გამოწვევას წარმოადგენს ბიზნესისთვისაც. 

გაეროს გლობალური შეთანხმების  ინიციატივით გაწევრიანებული კომპანიები აღიარებენ და შესაბამის  ზომებს იღებენ მათ საპასუხოდ.


ბიზნესის როლი

ამ მიზნების მიღწევაში, კერძო სექტორი საკვანძო როლს ასრულებს. გლობალურ პრინციპებზე დაფუძნებული საქმიანობიდან დაწყებული, სტრატეგიული სოციალურ ინვესტიციებით დასრულებული, ბიზნესი მონაწილეობს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, რაც გრძელვადიანი ეკონომიკურ წარმატებასა და ეკონომიკურ მდგრადობას უზრუნველყოფს. რადგან გლობალური შეთანხმება, გაეროს პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ინიციატივა, კორპორაციული პასუხისმგებლობის ყველაზე დიდი პლატფორმაა, მას შეუძლია დაეხმაროს ბიზნესს, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, პრობლემების გადაჭრის ახალი და ინოვაციური საშუალებების დანერგვაში.