GEO / ENG

სამუშაო ჯგუფის საქმიანობა:


სამუშაო შეხვედრები:

,,სამოქალაქო განვითარების საგენტო" სიდა-ს ეგიდით სამ თვეში ერთხელ იმართება ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები. შეხვედრის ძირითადი მიზანია წევრებს შორის ინფორმაციის გაზიარება, მიმდინარე საქმიანობის ანალიზი და სამომავლო, ერთობლივი ღონისძიებების განსაზღვრა. 

        


ტრენინგები:

სამუშაო ჯგუფის წევრი კომპანიებისთვის პერიოდულად იმართება ტრენინგები და გასვლითი სამუშაო შეხვედრები. ქალთა გაძლიერების პრინციპები, კორპორაციული მდგრადობა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილას, გენდერული ნიშნით დისრიმინაცია ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც მოწვეული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტ-ტრენერები საუბრობენ.

კონფერნციები

საერთაშორისო ინიციატივა “დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ (Ring the Bell for Gender Equality)

ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ 7 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში გამართულ საერთაშიროსო ინიციატივასში “დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ (Ring the Bell for Gender Equality). შეხვედრის მიზანი ეკონომიკური განვითარებისა და ზრდისთვის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო. 

თბილისში ჩატარებული ღონისძიება 50-ზე მეტ სხვა ქალაქში ჩატარებული გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), საქართველოს საფონდო ბირჟის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA), Global Compact-ის საქართველოს ქსელის სამდივნოს პარტნიორობით შედგა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღონისძიებას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მეშვეობით.


წლიური დაჯილდოვება

23 თებერვალს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (Global Compact Network Georgia) ინიციატივით, საქართველოში პირველად, „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - 2018“-ის ცერემონიალი გაიმართა. 23 წარდგენილი პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა და დააჯილდოვა სამი გამარჯვებულ კომპანია, შემდეგ კატეგორიებში: ნომინაცია: 

  • ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი გამარჯვებული: ფოთის პორტი 
  • გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი გამარჯვებული: ნატახტარი 
  • წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის გამარჯვებული: m2 

ჯილდოს კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას.