GEO / ENG


 

რა არის ქალთა გაძლიერების პრინციპები? 

ქალთა გაძლიერების პრინციპები გაეროს გლობალური შეთანხმების და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც პრინციპების ინტეგრირებით კომპანიებს სთავაზობს ქალთა გაძლიერებას დასაქმების ადგილას, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში.

  • შემუშავდა 2010 წელს, ქალთა საერთაშორისო დღეს.
  • ეხმარება კომპანიებს ენდერულ მეინსტრიმინგში და მდგრადი კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბებაში 
  • ქმნის ძლიერ ეკონომიკას
  • ქმნის უფრო სტაბილურ და სამართლიან გარემოს 
  • ეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში 
  • აუმჯობესებს ქალების, კაცების, ოჯახებისა და თემის ცხოვრების დონეს
  • ეხმარება ბიზნეს მიზნების მიღწევაში  

(უფრო ვრცლად ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ იხილეთ ვებ-საიტი: http://weprinciples.org/Site/)

სამუშაო ჯგუფი "ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერება" 

2017 წლის, მარტში გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი ,,ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერება". ჯგუფში გაწევრიანებულნი არიან: საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიები,  ასოციაციები, სავაჭრო პალატები,  საგანმანათლებლო, აკადემიური  ცენტრები, ქალთა ორგანიზაციები...

სამუშაო ჯგუფის მიზანია:

  • ხელი შეუწყოს ბიზნესს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვასა და იმპლიმენტაციაში 
  • უზრუნველყოს ბიზნესის მხრიდან ქალთა გაძლიერების პრინციპების ინტეგრირების  სისტემური მიდგომის გამოყენება და ჯგუფის წევრებს შორის ნფორმაციისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება