მისია/სტრატეგია
მისია
სიდას მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავალის შექმნა. საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.
ხედვა
ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ღირებულებები
სიდას ღირებულებებია: პროფესიონალიზმი, გუნდურობა, პროგრესულობა და ენთუზიაზმი.
პროფესიონალიზმი
- ჩვენ სრულად გვაქვს გაცნობიერებული დაკისრებული მოვალეობა, რომელსაც ვეკიდებით პასუხისმგებლობით.
- ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საკუთარი თავისა და ერთმანეთის პროფესიულ განვითარებაზე.
- ჩვენ ვმოქმედებთ ეთიკური ნორმებისა და ორგანიზაციული ღირებულებების შესაბამისად, როგორც გუნდის წევრების, ასევე პარტნიორების მიმართ.
გუნდურობა
- ჩვენ ვქმნით პოზიტიურ გარემოს, გუნდის წევრების მაქსიმალური რეალიზებისთვის.
- ჩვენ საერთო მიზნებს ერთობლივი ძალისხმევით ვაღწევთ.
- ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, ვუსმენთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს.
პროგრესულობა
- ჩვენ ღია ვართ ცვლილებებისათვის.
- ჩვენ ვეცნობით, ვუზიარებთ ერთმანეთს და ვნერგავთ ინოვაციურ სიახლეებს და საზოგადოებისათვის სიკეთის მომტან ცვლილებებს.
- ჩვენ ვიზიარებთ და პოპულარიზებას ვუწევთ მორალურობის, ტოლერანტობისა და დემოკრატიულობის მაღალ სტანდარტებს.
ენთუზიაზმი
- ჩვენ აქტიურად ვახდენთ ახალი იდეებისა და შესაძლებლობების აღმოჩენას და ვზრუნავთ გუნდის წევრების ინსპირაციაზე.
- ჩვენ არ ვზოგავთ ენერგიას, რათა დროულად და ხარისხიანად შევასრულოთ ჩვენი სამუშაო.
- ჩვენ ვართ მოტივირებული მივაღწიოთ გრძელვადიან პოზიტიურ შედეგებს ჩვენი საზოგადოებისათვის, რისთვისაც დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს.
სტრატეგიული მიზნები და ამოცანები
სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2020-2025 წლების პერიოდში ისახავს 5 სტრატეგიულ მიზანს:
1. კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე და ბიზნეს სექტორში, სხვადასხვა ჩართულ მხარესთან მუშაობის გზით.
2. კორპორაციული მდგრადობის შესახებ ხარისხიანი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა
3. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გაძლიერება და განვითარებაზე ზრუნვა
4. შიდა ორგანიზაციული განვითარება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა
5. ორგანიზაციის საქმიანობის გაფართოება საქართველოს საზღვრებს გარეთ