GEO / ENG
მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)

მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით -„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. თითოეულმა ქვეყანამ  უნდა გაატაროს რეფორმები მდგრადი განვითარების  17 მიზანის შესასრულებლად. მიზნები და ამოცანები მოახდენენ მოქმედების სტიმულირებას მომდევნო ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში: ადამიანები, პლანეტა, წარმატება, მშვიდობა და პარტნიორობა ( 5Ps : People, Planet, Prosperity, Peace,Partnership ).

ბიზნესს შეუძლია თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

ბიზნესის როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში 

ბიზნესის შეხვედრა სასტუმრო რუმსში გაეროს ექსპერტებთან ადამიანის უფლებეთან დაკავშირებით

დღეს, 4 აპრილს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და ა/ო სიდას ორგანიზებით სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi გაეროს ექსპერტებთან შეხვედრა "ადამიანის უფლებები ბიზნესის ჭრილში" გაიმართა.


05.04.2019

FINANCIAL-ის ორგანიზებით თბილისში CSR Forum 2019 გაიმართა

28 თებერვალს, The FINANCIAL-ის ორგანიზებით, თბილისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორმა ისაუბრეს ბიზნესის გამოცდილებაზე CSR მიმართულებით, გამოწვევებსა და სამთავრობო პრიორიტეტებზე, მათ შორის კანონდმებლობის მიმართულებით მიმდინარე ცვლილებეზე. 

28.02.2019

CSR ჯილდო 2019

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UN Global Compact Network Georgia) იწვევს კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

13.11.2018

შეხვედრა აჭარის ბიზნესის წარმომადგენლებთან

21 სექტემბერს, ,,სიდა"-მ, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით გამართა შეხვედრა თემაზე: კორპორაციული მდგრადობა და ქალთა გაძლიერება ბიზნეს სექტორში. შეხვედრის მიზანი იყო ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების და კორპორაციული მდგრადობის სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამსწრე კომპანიებისთვის და დაინტერესებულ ბიზნესთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის დაწყება.

21.09.2018