პროექტები

+

პროექტის სახელი: პროექტი სიდას ოპერაციული შესაძლებლობების გასაძლიერებლად
დონორი: ევროკავშირი
პროექტის განმახორციელებელი: სიდა
ბიუჯეტი: 106 698 ევრო
პროექტის ვადები: 02/01/2017 - 31/12/2017
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს, რეგიონული ორგანიზაციის, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) შესაძლებლობების განვითარებას, რომელიც კორდინირებას უწევს საქართველოში სამ ძირითად პლატფორმას: სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.

+

პროექტის სახელი: დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის
დონორი: ევროკავშირი
პროექტის განმახორციებლები: სიდა, GCRT
ბიუჯეტი: 66 756 ევრო
პროექტის ვადები: 15/12/2016-15/04/2019
პროექტის მიზანი: ანტისოციალური ქცევის მქონე მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უსაფრთხო ქცევის დანერგვის ხელშეწყობა.



+

პროექტის სახელი: ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს - იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივა
დონორი: ევროპის ფონდი, Sida
პროექტის განმახორციელებელი: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
ბიუჯეტი: 43 870 ლარი
პროექტის ვადები: 01.08.2015 -29.02.2016
პროექტის მიზანი: იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების ბაზაზე ლეგალური და არალეგალური მიგრაციის საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისის ინსტიტუციონალიზება

+

პროექტის სახელი: მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით

დონორი: ევროკავშირი

პროექტის განმახორციებლები: სიდა, სიქა, რეგიონული განვითარების ცენტრი

ბიუჯეტი: EUR 366 599

პროექტის ვადები: 2015-2017

პროექტის მიზანი: ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათემო ვიზიტები და პრეზენტაცია, სათემო ჯგუფების შერჩევა, პრობლემების პრიორიტეტიზაცია და ტრენინგების ჩატარება, ტრენინგების შემდგომ პროექტების მომზადება ადგილობრივების მიერ და მათი იმპლემენტაცია.

+

პროექტის სახელი: თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა
დონორი: ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო"
პროექტის განმახორციებლები: სიდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელთან (R-CSN) თანამშრომლობით.
ბიუჯეტი: USD 43 700
პროექტის ვადები: 10/11/2015-30/04/2016

პროექტის მიზანი: თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, მათ შორის სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით, როგორც ადგილობრივი პრობლემების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესში.

ამოცანები :
• თვითმმართველობის რეფორმის პროცესში რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების როლის ამაღლება;
• დასახლების საერთო კრების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
• დასახლების საერთო კრების წარმატებული დაფუძნების შემთხვევების შექმნა.