მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კვლევა

16.03.2020

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე, კერძოდ 17 მიზანსა და 169 ამოცანაზე, რომლის მიღწევა 2030 წლისთვის დაისახეს. საქართველოს მთავრობას ნაციონალიზებული აქვს 17-ივე მიზანი, 99 ამოცანა და 200-ზე მეტი ინდიკატორი.

მდგრადი განვითარების მიზნები ვერ მიიღწევა მხოლოდ მთავრობის ძალისხმევით. ბიზნეს სექტორის ჩართულობა კრიტიკულია მდგრადი განვითარების დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა", შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში", რომლის მიზანია მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერა ქვეყანაში, ბიზნეს სექტორის ჩართულობისა და მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობით.

საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს კონსოლიდირებული ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ბიზნეს სექტორი და არასამთავრობო სექტორი, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს 2030 დღის წესრიგის განხორციელებას ქვეყანაში.

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მდგრადი განვითარების პროცესის ხელშეწყობისთვის SDG Compass-ის საინფორმაციო ონლაინ პლატფორმაზე განსათავსებლად სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის მიერ საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით პროგრესის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, კვლევა და ანალიზი. საბოლოო ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებისა და ადგილობრივი სამოქმედო ამოცანების ჭრილში.

ტექნიკური დავალება:

კანდიდატმა ორგანიზაციამ, უნდა უზრუნველყოს შემდეგი აქტივობების შესრულება და უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემული მომსახურების ვადები (timeline) და ხარჯთაღრიცხვა:

1. საჭიროებათა ანალიზი და შეფასებითი ანგარიშის მომზადება:

** სამაგიდო კვლევის ჩატარება და დოკუმენტაციის ანალიზი:

- მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული გეგმის შესწავლა;

- ქართული კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობის ანგარიშების შესწავლა;

** ხარისხობრივი კვლევის მეთოდოლოგიის განსაზღვრა დამკვეთთან ერთად

** კითხვარის შემუშავება;

** კვლევის განხორციელება (სატელეფონო ინტერვიუები, პირისპირ შეხვედრები, ფოკუს ჯგუფები).


2. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი:

მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებისა და ადგილობრივი სამოქმედო ამოცანებისა და ინდიკატორების ჭრილში:

** ბიზნეს სექტორის მიერ საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით პროგრესის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

** სამოქალაქო საზოგადოების მიერ საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით პროგრესის შესახებ ინფორმაციის მომზადება.

მომზადებული ინფორმაცია აიტვირთება ვებ-გვერდზე.

პროექტის დასრულების შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტები:

პროექტის შედეგად კონტრაქტორმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:

** საინფორმაციო კითხვარი

** კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია

** სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის მიერ საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით პროგრესის შესახებ მოგროვებული და დამუშავებული ინფორმაცია წარმოდგენილი მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებისა და ადგილობრივი სამოქმედო ამოცანების ჭრილში.

** შესრულებული სამუშაოების ანგარიში (ხელმოწერილი შემსრულებლის წარმომადგენლის მიერ)


პროექტის ვადის დასრულებამდე ან მის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს კონტრაქტორის მონაწილეობა ანგარიშის საჯარო წარდგენის ღონისძიებაში.

პროექტის ვადები: პროექტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2020 წლის 15 მაისამდე პერიოდს.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კანდიდატ კომპანიას უნდა გააჩნდეს მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში;

** კანდიდატ კომპანიას უნდა გააჩნდეს კვლევითი საქმიანობისა და ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების უწყვეტი გამოცდილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში;

** სასურველია, კანდიდატ კომპანიას გააჩნდეს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

** სასურველია კანდიდატ კომპანიას/ორგანიზაციას გააჩნდეს ბიზნეს-სექტორთან კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.


ტენდერში მონაწილეობის პირობები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ან არაკომერციულ იურიდიულ პირს, რისთვისაც მათ მოცემულ ვადებში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

1. ტექნიკური წინადადება, რომელიც შეიცავს:

** საპროექტო შეთავაზება;

** ინფორმაცია ორგანიზაციის შესაბამისი გამოცდილების შესახებ;

** პროექტში ჩართული თანამშრომლების ავტობიოგრაფიები.

2. ფინანსური წინადადება - პროექტის დეტალური ხარჯთაღრიცხვა.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 23 მარტი, 2020 წელი.

განცხადებები მიიღება ელ.ფოსტაზე: procurement@cida.ge 
(სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: "SDG Compass, Data Collection and Analysis")

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა