სიდას გამგეობის სხდომა

28.09.2018

28 სექტემბერს ,,სიდას" გამგეობის სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე ,,სიდას" აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა გამგეობის წევრებს გააცნო ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობები და შედეგები, დასრულებული და მიმდინარე პროექტები. გამგეობის წევრებმა რამდენიმე ადმინისტრაციული საკითხიც განიხილეს და ორგანიზაციის სამომავლო განვითარების გეგმებზე ისაუბრეს.

სიდას გამგეობას შემოუერთდნენ ახალი წევრები: ვალერი ჩეხერია - აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი 
სოფიო წაქაძე - ევროპის საბჭოს პროექტების მენეჯერი
მაიკლ ქოუგილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი
გიორგი ჭეხანი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

კატეგორია: სხვა