შეხვედრა სტუდენტური კონკურსის ფინალისტებთან

19.06.2019

19 ივნისს, სიდა-ს ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა თსუ-ს სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე ,,ბიზნესის როლი ხარისხიანი განათლების განვითარებაში."

ლექცია, სტუდენტური კონკურსის „მისია 2019“ -ის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც კონკურსში მონაწილე გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მისია“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი ბიზნეს კომპანიებთან პარტნიორობით ახორციელებს. ამჯერად, კონკურსის პარტნიორია კომპანია „ბაზისბანკი”, მხარდამჭერი კი - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ფინალში გასულ გუნდებს, პროექტების შედგენისა და წერის პროცესში, სიდას წარმომადგენლები ირინე ურუშაძე და ეთუნა ცოტნიაშვილი გაუწევენ მენტორობას.

კატეგორია: სხვა